Skillwill Logo

საექთნო განათლება

2026-10-21

MEDSKILL-ში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე აპლიკანტთა შერჩევის ვადები

MEDSKILL-ში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე აპლიკანტთა შერჩევის ვადები

გააზიარე

2026 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მიზნით, აპლიკანტთა შერჩევის პერიოდი, მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული პერიოდის გათვალისწინებით დადგინდა შემდეგნაირად:

  • საექთნო განათლება

კოლეჯის მიერ ორგანიზებული მოტივაციური გასაუბრება: 2026 წლის 26, 27, 28 და 29 ოქტომბერი

2026 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე აპლიკანტთა შერჩევის მეთოდად, გარდა სსიპ „შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის“ მიერ ორგანიზებული ტესტირებისა გამოყენებული იქნება კოლეჯის მიერ ორგანიზებული მოტივაციური გასაუბრება.

  • შეფასების დრო: 1 საათი;
  • მაქსიმალური ქულა: 100;
  • მინიმალური კომპეტენციის ზღვარი: 25 ქულა
  • მოტივაციური გასაუბრება განხორციელდება ელექტონულად, დისტანციურ რეჟიმში -  zoom– ის პლატფორმის საშუალებით

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე საბოლოო შედეგის გაანგარიშების მიზნით, მართვის სისტემა უზრუნველყოფს ტესტირებისა და კოლეჯის შეფასების შედეგების  განათავსებას ერთიან სკალაზე. თითოეული შეფასების შედეგების ხვედრითი წილი საბოლოო შედეგის გაანგარიშებისას არის 50%.