Skillwill Logo

საექთნო განათლება

შპს “მედსქილ ედუ”-ის ელექტრონული პლატფორმით სარგებლობის წესები და პირობები

  • 1.1. შპს "მედსქილ ედუ" (საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული კომპანია საიდენტიფიკაციო ნომრით: 406258730) („კომპანია“) წარმოადგენს ნეო უნივერსიტეტს, მისი მომხმარებლისათვის („სტუდენტები“ ან „მომხმარებლები“) უზრუნველყოფს პროგრამირების, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მარკეტინგის სწავლებას თანამედროვე მეთოდებით,
    შეფასების ინოვაციური სისტემით და პრაქტიკული დავალებებით.

    1.2. წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს თქვენსა („თქვენ“ ან „მომხმარებელი“) და შპს “მედსქილ ედუ”-ს (კომპანია ორგანიზებული საქართველოს კანონმდებლობის შესახბამისად საიდენტიფიკაციო კოდით: 406258730) შორის დადებულ სავალდებულო იურიდიული ძალის მქონე შეთანხმებას („წესები და პირობები“) რომელიც ადგენს და არეგულირებს კომპანიის ვებ-გვერდითა და აპლიკაციით (“პლატფორმა”) სარგებლობის წესებსა  და  პირობებს.

    1.3. წესებსა და პირობებზე დისტანციურად, ელექტრონული გზით თანხმობის გამოხატვა ან/და კომპანიის პლატფორმაზე ნებისმიერი ფორმითა და საშუალებით წვდომა, კომპანიის პლატფორმით სარგებლობა, მათ შორის, კომპანიის პლატფორმაზე თქვენი ანგარიშის რეგისტრაცია ან/და კომპანიის პლატფორმის საშუალებით მომსახურების მიღება, მიიჩნევა და უთანაბრდება თქვენს თანხმობას წინამდებარე წესებსა და პირობებზე.

    1.4. კომპანიის პლატფორმით სარგებლობის  შეთანხმება მომხმარებელსა და კომპანიას შორის დადებულად მიიჩნევა თქვენ მიერ წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობის.

    1.5. წესებსა და პირობებზე თანხმობის გამოხატვით მომხმარებელი ადასტურებთ, რომ წაკითხული და გაცნობიერებული გაქვთ წესები და პირობები და კისრულობთ ამ წესებითა და პირობებით განსაზღვრული დებულებების შესრულებასაა და დაცვას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მომხმარებელმა უნდა შეწყვიტოს კომპანიის პლატფორმით ან მისი პროდუქტებით/მომსახურებით სარგებლობა.

    1.6. კომპანია იტოვებს უფლებას, გააუქმოს ან ცვლილება შეიტანოს წინამდებარე დოკუმენტში და აღნიშნული ცვლილების შესახებ ინფორმაცია მომხმარებელს უნდა გააცნოს მისი ანარაკლებ 30 დღით ადრე.

    1.7. პირობებში რაიმე შესწორების შეტანის შემთხვევაში, თუ მომხმარებელი კვლავაც განაგრძობს ინტერაქტიული სერვისებით სარგებლობას, უნდა ჩაითვალოს, რომ მომხმარებელი ეთანხმება განხორციელებულ ცვლილებებს.

    1.8. პირობებში განხორციელებული ნებისმიერი შესაძლო ცვლილება შეეხება მათ შორის მესამე მხარეებს (იმ პირებს), რომლებიც არ არიან მომხმარებლები, ინტერაქტიული სერვისის მეშვეობით მათი გამოქვეყნებისთანავე.

    1.9. თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, რომელსაც თქვენ მიერ კომპანიის პლატფორმის სარგებლობისას თქვენგან ან მესამე პირებისგან მოიპოვებს კომპანიის პლატფორმა რეგულირდება შემდეგ ბმულზე: […] (შემდგომში „პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკა“) და წარმოადგენს კომპანიის პლატფორმის წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს. კომპანიის პლატფორმის წესებსა და პირობებზე თანხმობის გამოხატვით მომხმარებელი ამავდროულად ეთანხმება პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პოლიტიკას.

    1.10. თუ კომპანიის პლატფორმაზე წესები და პირობები ქართული ენის გარდა, ხელმისაწვდომია სხვა ენაზეც, სხვა ენაზე წარმოდგენილი წესებისა და პირობების ტექსტებს შორის შეუსაბამობის ან წინააღმდეგობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება წესებისა და პირობების ქართულ ენაზე შესრულებულ ტექსტს.

    1.11. წესებსა და პირობებში მხოლობით რიცხვში გამოყენებული ტერმინები ან/და სიტყვები უნდა იყოს აღქმული მრავლობით რიცხვშიც (და პირიქით), თუ თავად წესებისა და პირობების კონტექსტიდან აშკარად სხვა რამ არ გამომდინარეობს.

    1.12. მამრობითი სქესის ნაცვალსახელები გულისხმობს მდედრობითი სქესის ნაცვალსახელებსაც და პირიქით (წინამდებარე წესებისა და პირობების იმ ენაზე შესრულებული თარგმანის შემთხვევში, რომელშიც გამოიყენება სქესის აღმნიშვნელი ნაცვალსახელები).

    1.13. ინტერნეტკავშირის მქონე ნებისმიერი პირისათვის კომპანიის პლატფორმზე წვდომა უფასოა.

    1.14. კომპანიის პლატფორმაზე წვდომა და სარგებლობა ნებისმიერი პირისათვის დასაშვებია მხოლოდ პირადი და კონონიერი მიზნებით. მომხმარებლის ან/და სხვა  პირის მიერ პირდაპირი ან არაპირდაპირი კომერციული მიზნით კომპანიის პლატფორმით სარგებლობა ან/და გამოყენება აკრძალულია.

    1.15. კომპანია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს აუკრძალოს/შეუზღუდოს ნებისმიერ პირს კომპანიის პლატფორმაზე წვდომა, მათ შორის, ნებისმირ დროს შეზღუდოს მომსახურების მიწოდება, დაბლოკოს ან გააუქმოს ნებისმიერი რეგისტრირებული მომხმარებლის ანგარიში, თუ პირი არღვევს საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას ან/და ამ წესებისა და პირობების მოთხოვნებს.

    1.16. კომპანია უფლებამოსილია, მაგრამ არ არის ვალდებული გააკონტროლოს ან შეამოწმობს კომპანიისაგან განსახვავებული სხვა ნებისმიერი პირის მიერ კომპანიის პლატფორმაზე განთავსებული ან კომპანიის პლატფორმის საშუალებით შექმნილი, გაგზავნილი ან/და მიღებული შეტყობინებების, კომენტარების ან სხვა ნებისმიერი ინფორმაციის შინაარსი.

  • 2.1. წესებსა და პირობებში გამოყენებულ ტერმინებს და განმარტებებს აქვთ ქვემოთ განსაზღვრული მნიშვნელობა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ წესებისა და პირობების კონტექსტიდან აშკარად სხვა რამ არ გამომდინარეობს:

    2.1.1. „კოპანია“ ან „ჩვენ“ - წესებსა და პირობების მიზნებისათვის წარმოადგენს შემდეგ პირს: შპს სქილვილ, რეგისტრირებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საიდენტიფიკაციო კოდი: 406258730, მისამართი: საქართველო, თბილისი, საბურთალოს რაიონი, მიხეილ თამარაშვილის გამზირი, N13თ, საოფისე ფართი N1, სართული 1, ბლოკი "ა"

    2.1.2. „კომპანიის ელექტრონული კომერციის პლატფორმა“ ან „კომპანიის პლატფორმა“ - ვებგვერდი www.medskill.ge, მისი ქვეგვერდები, მობილური ვერსია ან/და მობილური აპლიკაცია და ყველა სხვა ვებგვერდი, ვებგვერდების მობილური ვერსია, მობილური აპლიკაციები, პროგრამული უზრუნველყოფები, ინტერნეტ პორტალები, ელექტრონული კომერციის პლატფორმები, რომელსაც ფლობს, მართავს, აკონტროლებს ან/და წვდომას უზრუნველყოფს კომპანია და რომლებიც ამავდროულად აკეთებენ მითითებას წინამდებარე წესებსა და პირობებზე.

    2.1.3. “კომპანიის პლატფორმით სარგებლობის  შეთანხმება“ ან „წესები და პირობები“ - ადგენენ და არეგულირებენ კომპანიის პლატფორმაზე წვდომისა და სარგებლობის წესებსა და პირობებს (მათ შორის, კომპანიის პლატფორმის საშუალებით შემოთავაზებული მომსახურებით სარგებლობისა ან/და კომპანიის პლატფორმაზე განთავსებული პროდუქტის შეძენის პირობებს), რომლებსაც წინამდებარე წესები და პირობები შესაბამისი მითითებით მიიჩნევენ ამ წესებისა და პირობების ნაწილად.

    2.1.4. „პროდუქტი“ ან „პროდუქცია“ – გულისხმობს კომპანიის მიერ ჩატარებულ სასწავლო კურსებს, რაც მოიცავს: (i) მომხმარებლისთვის სასწავლო კურსის ფარგლებში ვიდეო, ტექსტუალური და ვიზუალური მასალის გაზიარებას და (ii) ონლაინ ფორმატში სასწავლო ლექციების ჩატარებას.

    2.1.5. „მომხმარებელი“ – კომპანიის პლატფორმაზე წვდომის განმახორციელებელი/კომპანიის პლატფორმით მოსარგებლე ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს წინამდებარე წესებითა და პირობებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და სურს კომპანიის პლატფორმის საშუალებით ისარგებლოს შემოთავაზებული მომსახურებით ან/და შეიძინოს კომპანიის პლატფორმაზე განთავსებული პროდუქტი. მომხმარებელი გულისხმობს როგორც რეგისტრირებულ, ისე არარეგისტრირებულ მომხმარებელსაც და მათ შორის მყიდველსაც, თუ კონტექსტის შინაარსიდან აშკარად სხვა რამ არ გამომდინარეობს.

    2.1.6. „რეგისტრირებული მომხმარებელი“ - წესებისა და პირობების შესაბამისად, კომპანიის პლატფორმაზე რეგისტრირებული მომხმარებელი, რომელსაც კომპანიის პლატფორმაზე გააჩნია პირადი ანგარიში.

    2.1.7. „არარეგისტრირებული მომხმარებელი“, “ვიზიტორი” ან „სტუმარი“ – მომხმარებელი, რომელიც სარგებლობს კომპანიის პლატფორმით და არ აქვს გავლილი ავტორიზაცია.

    2.1.8. „მომხმარებლის ანგარიში“ ან „ანგარიში“ - რეგისტრირებული მომხმარებლის მიერ კომპანიის პლატფორმზე რეგისტრირებული პირადი ანგარიში, რომელიც წარმოადგენს კომპანიის პლატფორმის კონფიდენციალურ ნაწილს და წვდომისათვის საჭიროა რეგისტრირებული მომხმარებლის შესაბამისი ელექტრონული ფოსტის მისამართის ან ტელეფონის ნომრისა და პაროლის ცოდნა. ანგარიში იქმნება მომხმარებლის მიერ რეგისტრაციის შემდგომ. ანგარიში ასახავს მომხმარებლის მიერ კომპანიის პლატფორმაზე მითითებულ ინფორმაციას, ასევე, შეიცავს რეგისტრირებული მომხმარებლისა და კომპანიის პლატფორმაზე მის მიერ განხორციელებული ოპერაციებისა და ქმედებების შესახებ სხვადასხვა ინფორმაციას, რომელიც მოწოდებულია თვით რეგისტრირებული მომხმარებლის მიერ ან ავტომატურად არის რეგისტრირებული/ასახული კომპანიის პლატფორმის საშუალებით (გადარიცხვების ისტორია, ინვოისები და სხვა).

    2.1.9. „რეგისტრაცია“ – წესებისა და პირობების შესაბამისად, კომპანიის პლატფორმაზე მომხმარებლის მიერ სპეციალური პროცედურების გავლა, რაც გულისხმობს მომხმარებლის მიერ კომპანიის პლატფორმაზე მისი სახელის, გვარის, ელექტრონული ფოსტის, მობილური ტელეფონის ნომრისა ან/და ანგარიშის პაროლის მითითებისა და მომხმარებლის მიერ მითითებული ელექტრონული ფოსტის ან/და მობილური ტელეფონის ნომრის ვერიფიცირების შემდეგ, მომხმარებლის პირადი ანგარიშის გახსნას კომპანიის პლატფორმაზე, რომელიც
    აძლევს მას კომპანიის პლატფორმაზე ავტორიზაციის გავლის შესაძლებლობას.

    2.1.10. „ავტორიზაცია“ - წესებისა და პირობების შესაბამისად, კომპანიის პლატფორმაზე მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშში შესვლა ავტორიზაციისათვის საჭირო მონაცემების საფუძველზე. ავტორიზაცია წარმოადგენს კომპანიის პლატფორმაზე არსებულ ინფორმაციულ რესურსებზე სპეციალური წვდომის უფლების ფუნქციას, რომელიც დაკავშირებულია კომპიუტერულ და ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან და სხვა უფლებებთან და პრივილეგიებთან ერთად, ანიჭებს მომხმარებელს უფლებას კომპანიის პლატფორმის სარგებლობის მიზნით, შევიდეს მის პირად ანგარიშზე, ასევე, მართოს და დაარედაქტიროს მისი ანგარიში და ანგარიშში ასახული მონაცემები.

    2.1.11. „კონტენტი“ - კომპანიის პლატფორმის შემადგენელი ნებისმიერი ნაწილი, განთავსებული, გამოსახული ან ხელმისაწვდომი ნებისმიერი გრაფიკული გამოსახულება, ნახატი, ნაბეჭდი, ფოტო, გამოსახულება, ხმა, მუსიკა, ვიდეო მასალა, აუდიო მასალა, ტექსტი, ლოგო, სიმბოლო, მონაცემთა ბაზა, დიზაინი, პროგრამული უზრუნველყოფა, ფაილები და ნებისმიერი სხვა ელემენტი.

    2.1.12. „პაროლი“ – სიმბოლოთა კომბინაცია, რომელსაც პირი ქმნის კომპანიის პლატფორმაზე რეგისტრაციის დროს, პირად ანგარიშზე წვდომისათვის/სარგებლობისათვი და სხვა პირებისაგან მისი დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.

  • 3.1. მომხმარებელი იძლევა გარანტიას და ადასტურებს შემდეგს:

    3.1.1. სარგებლობს კომპანიის პლატფორმით და მასზე განთავსებული პროდუქტით/ მომსახურებით, მათ შორის, ახორციელებს გადახდების განთავსებას ან/და მომსახურების მიღებას მხოლოდ საკუთარი ნებით, მისი თავისუფალი არჩევნისა და გააზრებული რისკის საფუძველზე, კომპანიის და სხვა მესამე პირთა იძულებისა და ზეწოლის გარეშე;

    3.1.2. გააჩნია სრული ან შეზღუდული ქმედუნარიანობა, არ იმყოფება ნარკოტიკული, ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ, არ იმყოფება შეცდომის, თაღლითობის, ზეწოლის, მუქარისა ან ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედების ქვეშ და არ წარმოადგენს ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომაში შეყვანისა თუ სხვა აკრძალული მოქმედების ობიექტს კომპანიის ან სხვა მესამე პირის მხრიდან, სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოვლენის შინაარსს, წესებისა და პირობების შინაარს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებსა და პასუხისმგებლობას;

    3.1.3. აქვს სრული უფლებამოსილება იმისათვის, რომ იკისროს და შეასრულოს ამ წესებითა და პირობებით განსაზღვრული ვალდებულებები, მათ შორის, დადოს კომპანიის პლატფორმით სარგებლობის  შეთანმხმება და დისტანციური ხელშეკრულება;

    3.1.4. კომპანიისათვის წარმოდგენილი ნებისმიერი ინფორმაცია, მონაცემები და დოკუმენტაცია არის უტყუარი, მართლზომიერი, ზუსტი, აქტუალური, ვალიდური და სრული. აუცილებლობის შესაბამისად, მომხმარებელი დრო და დრო მოახდენს მის განახლებას;

    3.1.5. არ არის ჩაბმული ან არ მონაწილეობს არც ერთი იურისდიქციის კანონმდებლობით გათვალისწინებულ რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში (მათ შორის, ფულის გათეთრება, იარაღით ვაჭრობა, ტერორიზმი ან სხვა სახის არამართლზომიერ საქმიანობა);

    3.2. მომხმარებლის მხრიდან ამ წესებითა და პირობებით გათვალისწინებული გარანტიებისა და ნაკისრი ვალდებულებების დარღვევა საკმარისი საფუძველია კომპანიის პლატფორმით სარგებლობის  შეთანხმების, მათ შორის, ნასყიდობის ან/და მომსახურების ხელშეკრულების ცალხრივად შეწყვეტისათვის ან კომპანიის პლატფორმით სარგებლობის  შეთანხმებით, მათ შორის, ნასყიდობის ან/და მომსახურების ხელშეკრულებით კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმისათვის (შეჩერებისათვის).

  • 4.1. მომხმარებლები, კომპანიის მომსახურების მიღებისას თანხმდებიან, რომ არ გამოიყენებენ, დააექსპორტებენ, ჩაიწერენ ან რაიმე სახით შექმნიან კომპანიის მიერ შემოთავაზებული მომსახურების ასლს კომპანიის თანხმობის გარეშე გამოყენებისათვის.

    4.2. მომხმარებელი იაზრებს და თანხმდება, რომ კომპანიის ვებ-გვერდზე და პლატფორმაზე განთავსებული მასალა წარმოადგენს კომპანიის ინტელექტუალურ საკუთრებას და მასზე წვდომა არ უნდა განიმარტოს, როგორც რაიმე სახის საავტორო ან/და ეკონომიკური უფლების გადაცემათ აღნიშნულ მუხლში მითითითებულ მასალაზე.

    4.3. მომსახურების ფარგლებში გაზიარებულ მასალაზე საავტორო უფლებები გააჩნია კომპანიას. ნებისმიერი ვიზუალური ინტერფეისი, გრაფიკა, დიზაინი, კომპილაცია, ინფორმაცია, კომპიუტერული კოდი (მათ შორის, საწყისი კოდი ან/და ობიექტის კოდი), პროგრამული უზრუნველყოფა, სერვისები, შინაარსი, საგანმანათლებლო ვიდოები და სავარჯიშოები და სერვისი ყველა სხვა ელემენტი (“მომსახურების მასალები”) დაცულია საქართველოს და საერთაშორისო საავტორო უფლებებისა და ინტელექტუალური საკუთრების შესახებ კანონმდებლობითა და კონვენციებით.

  • 5.1. არასრულწლოვანი, რომელიც სარგებლობს ჩვენი პლატფორმით და წარმოადგენს შვიდიდან თვრამეტ წლამდე პირს, შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე მომხმარებელს.

    5.2. შეზღუდული ქმედუნარიანი მომხმარებელი არ არის უფლებამოსილი პლატფორმაზე ანგარიში შექმნას ან/და მიიღოს კომპანიის მომსახურება მშობლის ან მეურვის თანხმობის გარეშე. თუ თქვენ წარმოადგენთ შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირს, კომპანიის პლატფორმაზე წვდომით ადასტურებთ, რომ თქვენს მშობელს ან/და მეურვეს აქვს გამოხატული თანხმობა აღნიშნულთან დაკავშირებით და კომპანია იხსნის ყველა და ნებისმიერი სახის პასუხისმგებლობას თქვენს მიერ კომპანიის პლატფორმის გამოყენებასთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება გამომდინარეობდეს თქვენი შეზღუდული ქმედუნარიანობის მდგომარეობიდან.

    5.3. შეზღუდულ ქმედუნარიან მომხმარებელს, რომელიც კომპანიის პლატფორმაზე დარეგისტრირდა ან/და კომპანიის მომსახურება მიიღო მშობლის ან/და მეურვის თანხმობის გარეშე, მშობელმა ან/და მეურვემ დაუყოვნებლივ უნდა გაუუქმოს ანგარიში.

  • 6.1. კომპანიის პლატფორმაზე წვდომისას, კომპანიის პლატფორმით სარგებლობის ან/და კომპანიის პლატფორმის საშუალებით პროდუქტის შეძენისას მომხმარებელი ვალდებულია:

    6.1.1. დაიცვას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა;

    6.1.2. დაიცვას და შეასრულოს წინამდებარე წესებითა და პირობებით გათვალისწინებულ მოთხოვნები ჯეროვნად და კეთილსინდიერად;

    6.1.3. არ ხელყოფს, შეზღუდავს ან/და შეაფერხებს სხვა პირის მიერ კომპანიის პლატფორმით სარგებლობას/მის გამოყენებას;

    6.1.4. მიზანმიმართულად არ გადასცეს, არ გადაგზავნოს ან/და არ ატვირთოს კომპანიის პლატფორმაზე ნებისმიერ მონაცემი/ მასალას, რომელიც შეიცავს ვირუსს, ე.წ. „ტროიანებს“, ჯაშუშ პროგრამებს ან ნებისმიერ სხვა საზიანო პროგრამას, კოდს ან/და მონაცემს კომპანიზე, მესამე პირებზე, კომპიუტერულ პროგრამებსა და მოწყობილობებზე უარყოფითი ზეგავლენის მოხდენის მიზნით;

    6.1.5. კომპანიის პლატფორმაზე ან მისი საშუალებით არ გაავრცელოს ნებისმიერი რეკლამა ან წამახალისებელ ან ნებისმიერი სხვა ფორმის წამაქეზებელი ელექტრონული გზავნილს (სპამი), რომელიც ეწინააღმდეგება კანონს ან/და ზიანს აყენებს კომპანის ან მესამე პირებს;

    6.1.6. კომპანიის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე არ განახორციელოს კომპანიის პლატფორმის, მისი კონტენტის და ნებისმიერი ფორმით გამოხატული შემადგენელი ნაწილების, ელემენტების, ინფორმაციის, მათ შორის, კომპიუტერული კოდებისა და ელემენტების კოპირებას, რეპროდუქციას, კადრირებას, გამოქვეყნებას, ჩამოტვირთვას, ბეჭდვას, განთავსებას, მაუწყებლით გადაცემას, ჩაწერას, გადაცემას, გასაჯაროებას, გავრცელებას, ბმულით დაკავშირებას, ჰაპერბმულით (deep link) დაკავშირებს, დისტრიბუციას ან სარგებლობას ნებისმიერი ფორმით ან საშუალებით, პირდაპირ ან ირიბად, კომერციული ან/და არაპირადი მიზნებისათვის ნებისმიერი სახით;

    6.1.7. კომპანიის პლატფორმაზე ან მისი საშუალებით არ განხორცელოს ნებისმიერი ქმედება, რომელიც არღვევს კომპანიის ან სხვა მესამე პირთა საავტორო უფლებებს, პატენტებს, სავაჭრო ნიშნებს, საფირმო სახელწოდებას, ინტელექტუალური საკუთრების, საკუთრების ან სხვა უფლებებს;

    6.1.8. საჯაროდ, პირდაპირი ან ირიბი გზით, კომპანიის პლატფორმაზე ან მის ნებისმიერ ნაწილში (არსებობის შემთხვევაში, მათ შორის, კომენტარებში, ფორუმზე, ჯგუფებში) არ განათავსოს კომპანიის კონკურენტი ან მსგავსი საქმიანობის მქონე მისი ან სხვა მესამე პირთა ან მათთან დაკავშირებული ვებგვერდების/სოციალური ქსელების ბმულები ან/და მოახდინოს მისი ან სხვა მესამე პირთა რეკლამირება;

    6.1.9. არ დააზიანოს, არ შეაფერხოს ან არ მოახდინოს რაიმე სახით ზემოქმედება კომპანიის პლატფორმის, მისი კონტენტის ან/და მის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ქსელის, პროგრამის ან სისტემის გამართულ მუშაობასა და უსაფრთხოებაზე;

    6.1.10. არ განახორციელოს ე.წ. “ფიშინგი“, მათ შორის, კომპანიის პლატფორმის ან მისი რომელიმე ნაწილის გამოყენებით ან არ განახორციელოს კომპანიის პლატფორმზე ან მისი საშუალებით სპამების, ვირუსების, საფრთხის შემცველი კოდების ან სხვა ისეთ მონაცემების გავრცელება, რომელიც დააზიანებს ან რაიმე სახით საფრთხეს შეუქმნის კომპანიის პლატფორმის მუშაობას და ფუნქციონირებას, კომპანიის პლატფორმას, სხვა მომხმარებლებს, მესამე პირებს ან მათ მოწყობილობებს, პროგრამულ უზრუნველყოფებსა ან/და მონაცემებს;

    6.1.11. არ განახორციელოს ისეთ ქმედება, რაც დააზიანებს კომპანიის პლატფორმის ჯეროვანი ფუნციონირებისათვის საჭირო სისტემის, ქსელის ან/და მონაცემთა ერთიანობას და უსაფრთხოებას;

    6.1.12. არ განახორციელოს კომპანიის პლატფორმისა და მის მომხმარებელთა კომპიუტერულ სისტემებზე, ქსელებზე ან/და მონაცემებზე არამართზლზომიერ წვდომას;

    6.1.13. კომპანიის პლატფორმაზე, კომპანიის პლატფორმის საშულებით ან მის მიმართ არ განახორციელოს არამართლზომიერ და კანონსაწინააღმდეგო ქმედებას;

    6.1.14. დაუყოვნებლივ აცნობოს კომპანიის ყველა იმ გარემოებ(ებ)ის შესახებ, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს მის წინამდებარე წესებთან და პირობებთან ან/და გამოიწვიოს ამ წესებითა და პირობებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევა;

    6.1.15. პერიოდულად, აუცილებლობის შესაბამისად განაახლოს კომპანიის პლატფორმით სარგებლობის  შეთანხმების დასადებად ან მის საფუძველზე და შესასრულებლად, მათ შორის, მომხმარებლის რეგისტრაციის დროს, ან მისი საშუალებით მომსახურებით სარგებლობისას, კომპანიის პლატფორმაზე შეკვეთის განთავსებისას, კომპანიის პლატფორმაზე წვდომის ან   საშუალებით პროდუქტის შეძენისათვის წარდგენილი ნებისმიერი ინფორმაცია, მონაცემები ან
    დოკუმენტი

    6.1.16. კომპანიის პლატფორმაზე, მის რომელიმე შემადგენელ ნაწილში ან მისი საშუალებით განათავსოს ან/და გაავრცელოს კომპანიის ან სხვა მესამე პირთა შეურაცხმყოფელი, უხამსი, დისკრიმინაციის ნიშნების შემცველი, ცილისმწამებლური და სხვა არამართლზომიერი ინფორმაცია ნებისმიერი ფორმით ან აღნიშნული საშულებით მოახდინოს ნებისიმიერი არამართზომიერი ქმედების ხელშეწყობა ან/და მოწოდება;

    6.1.17. სხვა მომხმარებლის, მოწყობილობის ან პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით კომპანიის პლატფორმაზე ან სხვა მომხმარებელზე მიზანმიმართულად და, არ შექმნას აშკარად არასწორი წარმოდგენები, მათ შორის, ნეგატიური კომენტარებით და შეფასებებით ან საკუთარ თავზე- დადებითი წარმოდგენა, მათ შორის, შესაბამისი კომენტარებით ან შეფასებებით;

    6.1.18. კომპანიის მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში, არაუგვიანეს 10 (ათი) დღის ვადაში წარმოადგინოს ამ წესებსა და პირობებზე თანხმობის დასადასტურებლად წერილობითი თანხმობა (საჭიროების შემთხვევაში, დამოწმებული კანონმდებლობით დადგენილი წესით) ან ელექტრონული ფორმით შესრულებ

  • 7.1. კომპანიის პლატფორმაზე რეგისტრაცია და ანგარიშის შექმნა ხორციელდება შემდეგი მეთოდებით: კომპანიის პლატფორმის რეგისტრაციის გვერდზე მომხმარებელი უთითებს საკუთარ სახელს, გვარს, ელექტრონული ფოსტის მისამართს ან/და მობილური ტელეფონის ნომერს და პაროლს. რეგისტრაციის პროცესის დასრულებისათვის საჭიროა კომპანიის პლატფორმაზე მითითებული მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის მისამართის ან/და მობილური ტელეფონის ნომრის ვერიფიცირებას, რაც გულისხმობს მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის მისამართის ან/და მობილური ტელეფონის ნომრის სისწორისა და ნამდვილობის შემოწმებას მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის მისამართზე ან/და მობილური ტელეფონის ნომერზე გაგზავნილი ბმულის/კოდის საშუალებით. მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის მისამართზე ან/და მობილური ტელეფონის ნომრის რეგისტრაციის პროცესის დასრულების შემდეგ მომხმარებელი ხდება კომპანიის პლატფორმაზე ანგარიშის მფლობელი.

    7.2. კომპანია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეცვალოს კომპანიის პლატფორმაზე მომხმარებლის რეგისტრაციისათვის ან/და ავტორიზაციისათვის საჭირო სავალდებულო მონაცემები.

    7.3. კომპანიის პლატფორმაზე რეგისტრაციისათვის/ავტორიზაციისათვის წინამდებარე წესებსა და პირობებში მითითებული მომხმარებლის მონაცემების მიუხედავად, სავალდებულო იქნება ყველა იმ მონაცემის მითითება და იმ პირობის შესრულება, რაც რეგისტრაციის /ავტორიზაციის მომენტში ასეთად არის მითითებული უშუალოდ კომპანიის პლატფორმაზე.

    7.4. კომპანიის პლატფორმაზე ავტორიზაციის და ანგარიშის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, მომხმარებლის მიერ კომპანიის პლატფორმაზე რეგისტრაციის დროს მითითებული პაროლი ინახება დაშიფრულად და მხოლოდ მომხმარებელისთვის არის ცნობილი.

    7.5. მომხმარებელი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ კომპანიის პლატფორმაზე რეგისტრაციის დროს მითითებული მონაცემები, მათ შორის, პერსონალური მონაცემი იყოს უტყუარი, ზუსტი და სრული.

    7.6. მომხმარებელი იძლევა გარანტიას, რომ კომპანიის პლატფორმაზე რეგისტრაციის დროს მითითებული მონაცემები არის მისი პირადი მონაცემები და ეკუთვნის უშუალოდ მას და არა სხვა პირს. 

    7.7. მომხმარებელს ნებისმიერ დროს შესუძლია განაახლოს ან ცვლილება შეიტანოს კომპანიის პლატფორმაზე მითითებულ მონაცემებში მის ანგარიშზე წვდომის გზით. გთხოვთ, იხილოთ ჩვენი კონფიდენციალობის პოლიტიკა და გაეცნოთ დამატებით ინფორმაციას, თუ როგორ მოხდება თქვენი პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება და შენახვა. 

    7.8. კომპანია ურჩევს ყველა მომხმარებელს გამოიჩინონ სათანდო სიფრთხილე და არ გაანდონ სხვა მესამე პირებს საკუთარი ანგარიშის პაროლი. ნებისმიერ შემთხვევაში, მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი მისი ანგარიშის პაროლის კონფიდენციალობის დაცვაზე და ანგარიშის მეშვეობით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე. კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას იმ ზიანზე, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას ნებისმიერ პირს მომხმარებელს მიერ მისი ანგარიშის პაროლის გახმაურების საფუძველზე. თუ მომხმარებელი ფლობს ინფორმაციას ან გაუჩნდა ეჭვი, რომ საფრთხე შექმნა ან შესაძლოა საფრთხე შეექმნას მისი მისი ან სხვა მომხმარებლის ანგარიშის ან ანგარიშის პაროლის უსაფრთხოებას ან ხორციელდება მათი არამართლზომიერი გამოყენება, გთხოვთ, დაუყოვნებლივ შეატყობინოთ ამის შესახებ კომპანის.

    7.9. რეგისტრირებული მომხმარებლის მიერ კომპანიის პლატფორმაზე ავტორიზაციისათვის საჭირო მონაცემების აღდგენა ხორციელდება კომპანიის პლატფორმაზე დაცული მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის მისამართზე ან/და მობილური ტელეფონის ნომერზე მონაცემთა აღდგენისათვის საჭირო გაგზავნილი ინფორმაციის საშუალებით ან კომპანიისათვის წესებსა და პირობებში მითითებულ საკონტაქტო/საკომუნიკაციო არხებზე დაკავშირების გზით.

    7.10. კომპანიის პლატფორმა ახორციელებს მომხმარებლის იდენტიფიცირებას უნივერსალური იდენტიფიკატორების საშუალებით, კერძოდ, ელ.ფოსტის, პაროლის ან/და მობილური ტელეფონის ნომრით.

  • 8.1. წინამდებარე დებულებები და პირობები არეგულირებს კომპანიის პლატფორმაზე პროდუქტების შეძენის მიზნით კომპანიას, როგორც კონტრაქტორს და მომხმარებელს, როგორც მყიდველს ან/და მომსახურების მიმღებს შორის დისტანციურ ფორმით, ელექტრონული საშუალებების გამოყენებით განხორციელებული ხელშეკრულების პირობებსა და დისტანციური ხელშეკრულების დადებას.

    8.2. კომპანიისის პლატფორმაზე კომპანიის მიერ პროდუქტების განთავსება სარეალიზაციოდ არის დისტანციური ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შეთავაზება (ოფერტი). კომპანია მომხმარებლის მიმართ ოფერტის გაკეთებით იღებს ვალდებულებას ამ ოფერტზე მომხმარებლის თანხმობის (აქცეპტის) შემთხვევაში მზადაა შეასრულოს დისტანციური ნასყიდობის დებულებებითა და პირობებით, მათ შორის, დისტანციური ნასყიდობის ხელშეკრულებით მასზე ნაკისრი ვალდებულებები და გაყიდოს დისტანციური ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული პროდუქტი იმ ფასით, რაც მითითებულია კომპანიის
    პლატფორმაზე.

    8.3. დისტანციური ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა კომპანიის მიერ დისტანციური ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შესახებ წინადადების შეთავაზებას (ოფერტს) მომხმარებელი დაეთანხმება (აქცეპტი) და ამ დროიდან მხარეები ავტომატურად შებოჭილი არიან მათ მიერ დისტანციურად ელექტრონული ფორმით გამოვლენილი ნებით.

    8.4. მხარეებისათვის სავალდებულოდ შესასრულებელი იქნება წესებისა და პირობების, მათ შორის, დისტანციური ნასყიდობის ხელშეკრულები ის ვერსია, რომელიც მოქმედებს დისტანციური ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროს.

    8.5. დისტანციური ნასყიდობის ხელშეკრულება იდება განსაზღვრული ვადით და მოქმედებს მხარეთა მიერ ამ დისტანციური ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებამდე.

    8.6. დისტანციური ნასყიდობის ხელშეკრულება წარმოადგენს კომპანიის პლატფორმით სარგებლობის  შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და მასზე ვრცელდება კომპანიის პლატფორმით სარგებლობის  შეთანხმების ყველა შესაბამისი წესი და პირობა, რაც არ არის მოწესრიგებული დისტანციური ნასყიდობის ხელშეკრულების ნორმებით.

    8.7. დისტანციური ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანგარიშსწორება მოხდება კომპანიის მიერ გენერირებული ინვოისის გადახდის საფუძველზე.

    8.8. მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე თქვას უარი დისტანციურ ხელშეკრულებაზე ან/და სარეწის გარეთ დადებულ ხელშეკრულებაზე 14 კალენდარული დღის განმავლობაში. ეს ვადა აითვლება: ხელშეკრულების დადებიდან.

    8.9. იმ შემთხვევაში თუ სწავლის პროცესი დაწყებულია. სწავლის საფასური ექვემდებარება დაბრუნებას თუ:

    8.9.1. გადახდილი საფასურის 100%, თუ სტუდენტი მოითხოვს სწავლის საფასურის დაბრუნებას სასწავლო პროცესის დაწყებიდან 1 კვირის განმავლობაში, მაგრამ არანაკლებ ხელშეკრულების დადებიდან 14 დღის განმავლობაში.

    8.9.2. გადახდილი საფასურის 50%, თუ სტუდენტი მოითხოვს სწავლის პროცესის დაწყებიდან 1 თვის განმავლობაში

  • 9.1. კომპანის აქვს უფლებამოსილება ნებისმიერ დროს შეცვალოს, შექმნას, შეზღუდოს ან გააუქმოს კომპანიის პლატფორმის კონტენტი ან მისი ნაწილი.

    9.2. კომპანია ცდილოს უზრუნველყოს მომხმარებლისათვის ზუსტი, სრული და განახლებული კონტენტის მოწოდება.

    9.3. კომპანიის პლატფორმის კონტენტი, მათ შორის, კომპანიის პლატფორმის დიზაინი, პროგრამული უზრუნველყოფის ნაკრები, ძირითადი პროგრამული კოდები, წარმოადგენს კომპანის ან შესაბამისი პროდუქტის ან/და ქონების მწარმოებელის/მომწოდებლის საკუთრებას და დაცულია საავტორო და მომიჯნავე უფლებებით საქართველოსა და საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად.

  • 10.1. კომპანიის პლატფორმის საშუალებით შესაძლოა ხელმისაწვდომი იყოს კომპანიის კონტროლს მიღმა არსებული სხვა მესამე პირთა ვებგვერდები, კონტენტები, პროდუქტები ან/და მომსახურება ბმულების (ტექსტუალური ბმულები, ბანერები, არხები და ა.შ), აპლიკაციების ან სხვა ფორმით, რომლებიც ამყარებენ კავშირს მესამე პირთა ვებგვერდებთან, აპლიკაციებთან ან/და პროგრამულ უზრუნველყოფებთან.

    10.2. მომხმარებელი მესამე პირთა ინფორმაციით ან /და ბმულით სარგებლობს და იყენებს მხოლოდ საკუთარი რისკით და კომპანია არ იღებს რაიმე სახის პასუხისმგებლობას ან ვალდებულებას ამ მესამე პირთა ინფორმაციის ან/და ვებგვერდების შინაარსის, სიზუსტის, გამოყენების ან ხელმისაწვდომობასთან მიმართებით, მათ შორის, რაიმე სახის  კომპანიის პლატფორმასთან დაკავშირებული სხვა მესამე პირთა ვებგევრდების კონტენტზე და იმ ზიანზე, რომელიც შეიძლება წარმოეშვას მომხმარებელს ან სხვა მესამე პირს მათი სარგებლობის შემთხვევაში.

    10.3. კომპანიის გარდა სხვა ნებისმიერი პირის მიერ, კომპანიის პლატფორმაზე განთავსებული ან კომპანიის პლატფორმის საშუალებით შექმნილი, გაგზავნილი ან/და მიღებული შეტყობინებების, კომენტარების ან სხვა ნებისმიერი ინფორმაციის შინაარსზე და ამ ინფორმაციასთან მიმართებით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება არა კომპანის, არამედ იდივიდუალურად და პერსონალურად მხოლოდ შესაბამის პირს.

    10.4. წესები და პირობები, სხვა საკითხების რეგულირებასთან ერთად არეგულირებს კომპანიის პლატფორმაზე ან მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ვებგვერდზე, აპლიკაციაში, პროგრამულ უზრუნველყოფაში, კომპანიის ფეისბუქის, ტვიტერის, იუთუბის ან სხვა ნებისმიერი სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდებზე მომხმარებლის მხრიდან განცხადების, კომენტარის, შეფასების, მიმოხილვის, შენიშვნების ან სხვა ინფორმაციის განთავსების პირობებს, რომელიც შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს წინამდებარე წესებსა და პირობებთან.

  • 11.1. მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებელს მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისი მომსახურება გაუწიოს.

    11.2. მომხმარებელმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გადაცილების ან ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში მოვაჭრეს უნდა განუსაზღვროს მომსახურების გაწევის/ნაკლის აღმოფხვრის გონივრული დამატებითი ვადა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, მომსახურების ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს.

    11.3. დამატებითი ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში მომხმარებელს უფლება აქვს:
    ა) მოვაჭრის ხარჯით მომსახურების გაწევა ან ნაკლის აღმოფხვრა სხვა პირს შესთავაზოს;
    ბ) მოითხოვოს მომსახურების ფასის ადეკვატური შემცირება;
    გ) უარი თქვას ხელშეკრულებაზე და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით

    11.4. 11.2 პუნქტით ათვალისწინებული დამატებითი ვადის განსაზღვრა სავალდებულო არ არის, თუ აშკარაა, რომ ამას არავითარი შედეგი არ ექნება, ან მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულება მომსახურების დროულად მიღებას დაუკავშირა.

    11.5. წესებითა და პირობებით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევა იწვევს ამავე წესებითა და პირობებით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

    11.6. მხარეები იღებენ ვალდებულებას აუნაზღაურონ ერთმანეთს მათ მიერ პირობების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შედეგად მიყენებული ზიანი (ზარალი) კანონმდებლობით ან/და წესებითა და პირობებით დადგენილი წესით.

    11.7. კომპანიას არ ეკისრება პასუხისმგებლობა რეგისტრაციის დროს მომხმარებლის მიერ შეყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და ნამდვილობაზე.

    11.8. კომპანია იყენებს ყველა გონივრულ ზომას მომხმარებელთა მონაცემების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, თუმცა ამის მიუხედავად არ არის პასუხისმგებელი ისეთი შემთხვევებზე, როცა მესამე პირები არამართლზომიერად ახორციელებენ სხვა მომხმარებელთა მონაცემებზე არასანქცირებული წვდომას.

  • 12.1. წესები და და პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

    12.2. წესებსა და პირობებთან ან მის ინტერპრეტაციასთან/განმარტებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა ან უთანხმოება გადაწყდება მხარეებს შორის მოლაპარაკების გზით.

    12.3. თუ მხარეები 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში შეთანხმებას ვერ მიაღწევენ მოლაპარაკების გზით, თითოეული მხარე უფლებამოსილია მიმართოს და დავას განიხილავს საქართველოს საერთო სასამართლოები.

    12.4. დავის მოლაპარაკების გზით დარეგულირების ან სასამართლო წესით გადაწყვეტის მიზნით, დავასთან დაკავშირებული მხარეთა შეტყობინებები, წერილები ან სხვა დოკუმენტაცია კომპანიისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი მიწოდებული იქნება შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ.თბილისი, თამარაშვილის ქ. N13თ.

  • 13.1 არც ერთი მხარე არ აგებს პასუხს ნაკისრი ვალდებულების მთლიანად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობისთვის, თუ შეუსრულებლობა გამოწვეულია სტიქიური და ტექნოლოგიური კატასტროფებით, ხანძრით, საომარი მოქმედებით, სამთავრობო გადაწყვეტილებებით და ეს მოვლენები დაიწყო ან განვითარდა შეკვეთის შეძენის შემდეგ.

    13.2თუ ჩამოთვლილი გარემოებებიდან უშუალოდ რომელიმე მოქმედებს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების წინამდებარე სამომხმარებლო წესებისა და პირობებით განსაზღვრული შესრულების ვადაზე, ეს ვადა გაგრძელდება დაუძლეველი ძალის გარემოების მოქმედების ხანგრძლივობის შესაბამისად.

    13.3 მხარე, რომელსაც წამოეჭრა დაუძლეველი ძალის გარემოება, ვალდებულია ასეთი გარემოების, მისი შესაძლო ხანგრძლივობისა და შეწყვეტის შესახებ შეატყობინოს მეორე მხარეს.

    13.4 შეტყობინებაში ასახული ფაქტები დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი რეგიონის: სავაჭრო, სამრეწველო, ან სხვა კომპეტენტური ორგანოს მიერ.

    13.5 არშეტყობინება ან დაგვიანებით შეტყობინება უფლებას ართმევს მხარეს, გამოიყენოს ზემოთ მოყვანილი დაუძლეველი ძალის მოვლენები პასუხისმგებლობისგან განთავისუფლების საფუძვლად.

  • 14.1. მხარეთა მიერ წესებისა და პირობებით ნაკისრი ვალდებლებების შესრულების ან ამავე წესებით ან მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული უფლებებისა და ინტერესების რელიზების ან დაცვისათვის, მათ შორის, წესებისა და პირობებით დარეგულირებულ საკითხებთან დაკავაშირებით, მომხმარებელსა და კომპანიის შორის კომუნიკაცია, ძირითადად ხორციელდება ელექტრონულად, მომხმარებლის მიერ კომპანიის პლატფორმაზე დაფიქსირებული ან/და კომპანიისათვის მიწოდებული ელექტრონული ფოსტისა მისამართზე ან/და მობილური ტელეფონის ნომერზე, ელექტრონული წერილებისა ან/და მოკლედ ტექსტური შეტყობინებების გაგზავნის გზით, თუმცა, კომპანია უფლებამოსილია გამოიყენოს მომხმარებლის შესაბამის მობილური ტელეფონის ნომერზე ზეპირი სატელეფონო კავშირი, მომხმარებლისათვის კომპანიის პლატფორმაზე “push” შეტყობინებები მიწოდება, მომხმარებლის სოციალური ქსელების „ჩათში“ მიმოწერა და სხვა საკომუნიკაციო არხები, რომელიც მითითებულია ან/და რომელის გამოყენებასაც ეთანხმება მომხმარებელი.

    14.2. მომხმარებელსა და კომპანიის შორის კომუნიკაცია ხორციელდება კონფიდენციალობის პოლიტიკის დაცვით, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მართლზომიერი მიზნებისა და საფუძვლების გათვალისწინებით.

  • 15.1. მომხმარებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს გააუქმოს მისი ანგარიში კომპანიის პლატფრომაზე. ანგარიშის გაუქმებისათვის მომხმარებელი უნდა დაუკავშირდეს, წესებსა და პირობებში მითითებულ საკონტაქტო/საკომუნიკაციო არხების საშუალებით.

    15.2. ანგარიშის გაუქმებისათვის მომხმარებელემა უნდა გაიაროს კომპანიის მიერ მითითებული იდენტიფიცირების პროცედურა და დაადასტუროს მის მიერ ამ ანგარიშის ფლობა.

    15.3. კომპანია უფლებამოსილია მომხმარებელს შეუწყვიტოს ან შეუზღუდოს უფლება, ისარგებლოს კომპანიის პლატფორმით ან/და მომსახურებით თუ მიიჩნევს, რომ დაირღვა წესებისა და პირობების ან/და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები.

    15.4. იმ შემთხვევაში, თუ კომპანია გააუქმებს მომხმარებლის ანგარიშს ან შეზღუდავს მის გამოყენებას, იმ მიზეზით რომ მომხმარებელმა დაარღვია წესები და პირობები ან/და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა, მომხმარებელი არ არის უფლებამოსილი თავისი ან სხვისი სახელით შექმნას ახალი ანგარიში.

    15.5. კომპანია იტოვებს უფლებას შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება დაუყოვნებლივ იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი 30 დღის განმავლობაში უწყვეტად არ ჩაერთვება სქილვილის სალექციო პროგრამაში, კერძოდ, არ დაესწრება ლექციებს და უარს იტყვის დავალებების მომზადებაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღნიშნულთან დაკავშირებით სტუდენტის მიერ წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გარეშე. სქილვილი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება აღნიშნულზე სტუდენტის წერილობითი გაფრთხილების მიუხედავად.

    15.6. 15.5 მუხლით განსაზღვრული შეწყვეტის უფლების გამოყენების შემთხვევაში სტუდენტი უპირობოდ კარგავს გადახდილი თანხის ანაზღაურების უფლებას და სქილვილი უფლებამოსილია მოითხოვოს, ხოლო სტუდენტი ვალდებულია გადაიხადოს სტუდენტის მიერ დარჩენილი კურსის სრული გადასახდელი თანხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

  • 16.1. კომპანიის პლატფორმით სარგებლობის  შეთანხმება მოქმედებს უვადოდ.

    16.2. წესებსა და პირობებში აღნიშნული მუხლის სათაურები გამოიყენება მხოლოდ მოხერხებულობისთვის და არ განსაზღვრავს ან/და ახდენს ზეგავლენას მუხლის შინაარსზე, განმარტებასა და ინტერპრეტაციაზე.

    16.3. თუ წესებისა და პირობების რომელიმე ნაწილი ან დებულება რაიმე მიზეზით იქნა გაუქმებული, ბათილად ცნობილი ან შეწყვეტილი, აღნიშნული ნაწილი ან დებულება აღარ იქნება გამოყენებული, რაც არ იქონიებს გავლენას წესებისა და პირობების სხვა დანარჩენი ნაწილების/დებულებების ნამდვილობაზე.

    16.4. მომხმარებელი,  კომპანიის წერილობითი თანხმობის გარეშე, არ არის უფლებამოსილი ამ წესებიდან და პირობებიდან გამომდინარე უფლებები და მოთხოვნები გადასცეს ან ვალდებულებები გადააკისროს სხვა პირს.

    16.5. კომპანიის უფლებამოსილია წესებითა და პირობებით განსაზღვრული მისი ყველა უფლება და ვალდებულება გადასცეს ნებისმიერ პირს, მომხმარებლის წერილობითი თანხმობის გარეშე, იმ პირობით, რომ ეს მესამე პირი უზრუნველყოფს მომხმარებლის მიმართ იგივე ხარისხის ან უკეთესი გარანტიების გაცემასა და პასუხისმგებლობის აღებას.

    16.6. წესებითა და პირობებით გათვალისწინებული ნებისმიერი უფლების ან ანაზღაურების საშუალების გამოყენებაზე კომპანიის მიერ თავის შეკავება ან გადავადება არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ამ უფლებაზე ან ანაზღაურებაზე უარის თქმად და აღნიშნულმა გავლენა არ უნდა მოახდინოს შემდგომში კომპანიის მიერ ამ უფლების გამოყენებაზე ან ანაზღაურების მიღებაზე.