2026-10-20
Washington Training Center MedSkill-ის საერთაშორისო პარტნიორი გახდა

გააზიარე
Washington Training Center-სა და MEDSKILL-ის პარტნიორობის მიზანია ჯანდაცვის სფეროში პროფესიული განვითარების მსურველთათვის საერთაშორისო საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაფართოება
📍 Washington Training Center 2011 წელს დაარსდა და დღეს ეგვიპტის ერთ-ერთი წამყვანი სასწავლო ცენტრია. წლების განმავლობაში მან მაღალი რეპუტაცია მოიპოვა ხარისხიანი პროფესიული პროგრამებით - განსაკუთრებით ჯანდაცვისა და საექთნო მიმართულებებით - ეგვიპტის უნივერსიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობით.
📍 ცენტრი ჯანდაცვის სპეციალისტებს სთავაზობს აკრედიტებულ, სპეციალიზებულ კურსებს ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: ინფექციების კონტროლი, სამედიცინო ლაბორატორიები, კლინიკური ნუტრიცია და ინგლისური ენა ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის.
📍 MEDSKILL-სა და Washington Training Center-ს შორის გაფორმებული პარტნიორობა მიზნად ისახავს საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვასა და საქართველოში სამედიცინო განათლების პოტენციალის პოპულარიზაციას, რაც ჯანდაცვის სფეროს მომავალ პროფესიონალებს კარიერული განვითარების ახალ, ფართო შესაძლებლობებს გაუხსნის.


