ჩვენ შესახებ
ცოდნა, რომელიც ემსახურება სიცოცხლეს შპს “მედსქილ ედუ” (შემდგომში - მედსქილი/კოლეჯი) წარმოადგენს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომლის მთავარი მიზანია პროფესიული სტუდენტებისთვის/მსმენელებისთვის თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისი, ჯანდაცვის სფეროს მიმართულების, განათლებისა და პრაქტიკული უნარების მიწოდება.
რას ვაკეთებთ?
კოლეჯი ახორციელებს პროფესიულ პროგრამებს, რაც უზრუნველყოფს პროფესიულ სტუდენტთა/მსმენელთა კარიერული შესაძლებლობების გაფართოებას და დასაქმების პერსპექტივების გაუმჯობესებას. მედსქილის კოლეჯი გამოირჩევა სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვით, რაც მოიცავს ინტერაქტიულ სწავლებას, ციფრულ პლატფორმებზე დაფუძნებულ სასწავლო მასალებს და პრაქტიკული უნარების განვითარებას რეალურ სამუშაო გარემოში. კოლეჯი აქტიურად თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რაც პროფესიულ სტუდენტებს/მსმენელს საშუალებას აძლევს მიიღონ მაღალი ხარისხის განათლება და გადადგან პირველი ნაბიჯები წარმატებული პროფესიული კარიერისკენ.
მისია
მედსქილის მისიაა მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი სამედიცინო პერსონალის მომზადება ინოვაციური, პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლების გზით. კოლეჯი მიზნად ისახავს პროფესიული განათლების სისტემაში მაღალი სტანდარტის დამკვიდრებას, რომელიც ორიენტირებულია სტუდენტის კარიერულ ზრდასა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის კეთილდღეობაზე.
ხედვა
2032 წლისთვის, Medskill წარმოადგენს სამედიცინო პროფესიული განათლების წამყვან ცენტრს რეგიონში, რომელიც აღიარებულია სწავლების მაღალი ხარისხით, თანამედროვე სიმულაციური ტექნოლოგიებითა და კლინიკურ სექტორთან მყარი პარტნიორობით. ჩვენი ხედვაა შევქმნათ გარემო, სადაც ყოველი კურსდამთავრებული გარანტირებულად ფლობს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის პრაქტიკულ უნარებს და მოთხოვნადია შრომის ბაზარზე.
ღირებულებები
ღირებულებები არის ის ფუნდამენტი, რაზეც დგას კოლეჯის ყოველდღიური საქმიანობა და ეთიკა.
- პროფესიული ეთიკა და პასუხისმგებლობა: ჩვენ ვაცნობიერებთ სამედიცინო საქმიანობის უდიდეს პასუხისმგებლობას და სტუდენტებში ვნერგავთ ეთიკური ქცევის უმაღლეს სტანდარტებს.
- ხარისხი და უწყვეტი განვითარება: მუდმივად ვხვეწთ სასწავლო პროგრამებს და ვნერგავთ ინოვაციებს, რათა ჩვენი განათლება ყოველთვის პასუხობდეს თანამედროვე მედიცინის გამოწვევებს.
- სტუდენტზე ორიენტირებულობა: ჩვენი მთავარი ღირებულება სტუდენტია. ვქმნით მხარდამჭერ გარემოს მათი პოტენციალის მაქსიმალური რეალიზებისთვის.
- თანამშრომლობა და გუნდურობა: გვჯერა, რომ საუკეთესო სამედიცინო შედეგები მიიღწევა ურთიერთპატივისცემით, გუნდური მუშაობითა და დარგის ექსპერტებთან მჭიდრო კავშირით.
- ინოვაციურობა ჯანდაცვაში: ჩვენ მუდმივად ვიკვლევთ და ვნერგავთ სწავლების ახალ მეთოდებსა და ტექნოლოგიებს, რათა ფეხი ავუწყოთ მედიცინის სწრაფ განვითარებას.
- ემპათია და ზრუნვა: გვჯერა, რომ პროფესიონალიზმი უსულოა ემპათიის გარეშე. ჩვენ ვასწავლით პაციენტის, როგორც პიროვნების, პატივისცემასა და მასზე ზრუნვას.
- პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე: კოლეჯი აცნობიერებს თავის როლს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებაში და ორიენტირებულია ისეთი კადრების მომზადებაზე, რომლებიც საზოგადოების კეთილდღეობას ემსახურებიან.
