Skillwill Logo

საექთნო განათლება

2026-11-18

საშემოდგომო მიღება 2026: დოკუმენტების წარმოდგენის ვადა და წესი

საშემოდგომო მიღება 2026: დოკუმენტების წარმოდგენის ვადა და წესი

გააზიარე

MEDSKILL-ში 2026 წლის საშემოდგომო მიღების ფარგლებში, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე „საექთნო განათლება“ რეიტინგული სიით განსაზღვრულმა აპლიკანტებმა დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ 2026 წლის 17-30 ნოემბრის პერიოდში.

დოკუმენტების წარმოდგენა შესაძლებელია ელექტრონული ან მატერიალური სახით.

ელექტრონულად, შემდეგ ელ. ფოსტაზე:

info@medskill.edu.ge

მატერიალური სახით, შემდეგ მისამართებზე:

ქ. თბილისი, ბოჭორმის ქ. №16

მატერიალური სახით დოკუმენტების წარმოდგენა შესაძლებელია სამუშაო დღეებში, 11:00-დან 18:00 საათამდე.

წარმოსადგენი დოკუმენტები:

პირადობის მოწმობა (ორივე მხარე) ან პასპორტი;
ატესტატი ან დიპლომი;
სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ 27 წლამდე მამაკაცებისთვის);

არასრულწლოვანი აპლიკანტის შემთხვევაში, დამატებით:
მშობლის პირადობის მოწმობა (ორივე მხარე) ან პასპორტი;
აპლიკანტის დაბადების მოწმობა.

პროგრამაზე ჩასარიცხად საჭიროა, დოკუმენტები წარმოდგენილი იყოს დადგენილ ვადებში.