2026-09-08
MedSkill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი ჯანდაცვის სფეროში

გააზიარე
თბილისში MedSkill-ის კოლეჯმა სსიპ “განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისგან” ავტორიზაცია მიიღო, რაც კოლეჯს საექთნო განათლების პროფესიული პროგრამის განხორციელების შესაძლებლობას აძლევს. კოლეჯის მიზანია ჯანდაცვის სფეროსთვის კვალიფიციური კადრების მომზადება, პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლებისა და კლინიკურ სექტორთან თანამშრომლობის გზით.
სასწავლო პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პაციენტის, როგორც პიროვნების, პატივისცემას, მისი უფლებების დაცვასა და მასზე ზრუნვის ეთიკური პრინციპების გათავისებას, რაც საექთნო საქმიანობის ერთ-ერთი ფუნდამენტური საფუძველია.
MEDSKILL საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფთან ექსკლუზიური თანამშრომლობით შეიქმნა. მისი საქმიანობა პასუხობს ჯანდაცვის სფეროში არსებულ ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას - კვალიფიციური საექთნო კადრების საჭიროებას. კოლეჯი სტუდენტებს სთავაზობს თანამედროვე სასწავლო გარემოს, პროფესიონალ ლექტორებთან სწავლისა და რეალურ კლინიკურ გარემოში პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას.
ავტორიზაცია და კოლეჯის განვითარების პერსპექტივა
ავტორიზაციის მიღება MEDSKILL -ისთვის მნიშვნელოვანი ეტაპია, რადგან ის კოლეჯს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შესაძლებლობას აძლევს და მისი შემდგომი განვითარების საფუძველს ქმნის.
“MEDSKILL -მა ავტორიზაცია ამ ზაფხულს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისგან მიიღო. ეს ავტორიზაცია გვაძლევს შესაძლებლობას, განვახორციელოთ საექთნო განათლების პროგრამა. ამასთან, ვმუშაობთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან საერთაშორისო აკრედიტაციების მიღების მიზნით, რაც ჩვენი სამომავლო განვითარების მნიშვნელოვანი მიმართულებაა“.
— გიორგი მახარაშვილი, MEDSKILL - ის კოლეჯის დირექტორი
კოლეჯის საერთაშორისო თანამშრომლობის ერთ-ერთი მიმართულებაა Washington Training Center-თან პარტნიორობა, რომლის მიზანია ჯანდაცვის სფეროში პროფესიული განვითარების მსურველთათვის საერთაშორისო საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაფართოება.
პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება - პროფესიული მომზადების მთავარი კომპონენტი
საექთნო განათლებაში თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. პაციენტზე ზრუნვა მოითხოვს არა მხოლოდ პროფესიული ცოდნას, არამედ კლინიკურ გარემოში მოქმედების უნარს, პასუხისმგებლობასა და პროფესიული ეთიკის დაცვას.
MEDSKILL -ის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა “საექთნო განათლება” ამ პრინციპზეა აგებული. მისი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა 18 თვიანი პრაქტიკული კომპონენტია, რომელსაც სტუდენტები პარტნიორ კლინიკებში გაივლიან. პრაქტიკის მიზანია სტუდენტებმა სწავლის პერიოდში მიიღონ პროფესიული გამოცდილება, განივითარონ პრაქტიკული უნარები და გაეცნონ სამუშაო გარემოს მოთხოვნებს.
„სამწუხაროდ, სამედიცინო სასწავლებლები ყოველთვის ვერ ახერხებენ სტუდენტებისთვის პროგრამასთან და სტანდარტებთან შესაბამისი პრაქტიკის უზრუნველყოფას. შედეგად, სწავლის დასრულების შემდეგ სტუდენტს შესაძლოა ჰქონდეს დიპლომი, თუმცა არ ჰქონდეს საკმარისი პრაქტიკული ცოდნა. MedSkill სტუდენტებს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს - სრული წელიწადნახევრის განმავლობაში პრაქტიკული კომპონენტი ჩვენს პარტნიორ კლინიკებში გაიარონ. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ კი ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ სტუდენტების დასაქმებას“.
— გიორგი მახარაშვილი, MEDSKILL - ის კოლეჯის დირექტორი
სტუდენტების პრაქტიკული მომზადების პროცესში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სიმულაციურ სწავლებასაც. კოლეჯის სასწავლო რესურსები მოიცავს ანატომიისა და ბიოქიმიის ლაბორატორიებს, ხოლო ბოკერიას კლინიკაში სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი იქნება სიმულაციური ცენტრი. აღნიშნული სივრცეები სტუდენტებს თეორიული ცოდნის განმტკიცებისა და პრაქტიკული უნარების განვითარების შესაძლებლობას მისცემს.
სასწავლო გარემო და სწავლების თანამედროვე მიდგომები
MEDSKILL -ის კოლეჯი თბილისში ორ მისამართზე ფუნქციონირებს: ბოჭორმის ქუჩა N16-სა და ცოტნე დადიანის ქუჩა N30-ში. კოლეჯის სასწავლო გარემო სტუდენტების პროფესიულ განვითარებასა და პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბებაზეა ორიენტირებული.
სასწავლო პროცესში გამოიყენება ინტერაქტიული მეთოდები და ციფრულ პლატფორმებზე დაფუძნებული სასწავლო მასალები. სწავლა შესაძლებელია როგორც ადგილზე, ისე ჰიბრიდული ფორმატით.
კოლეჯის მისიაა მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი სამედიცინო პერსონალის მომზადება ინოვაციური, პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლების გზით. მისი ხედვის მიხედვით, 2032 წლისთვის MEDSKILL რეგიონში სამედიცინო პროფესიული განათლების წამყვან ცენტრად ჩამოყალიბდება, რომელიც სწავლების მაღალი ხარისხით, თანამედროვე სიმულაციური ტექნოლოგიებითა და კლინიკურ სექტორთან მყარი პარტნიორობით იქნება გამორჩეული.
საექთნო განათლების პროგრამა - სრულად დაფინანსებული სწავლა
MedSkill-ის კოლეჯში ხელმისაწვდომია საექთნო განათლების 33-თვიანი პროფესიული პროგრამა, რომელზეც სწავლა 1 დეკემბერს იწყება. პროგრამა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.
პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები სახელმწიფოს მიერ აღიარებულ დიპლომს მიიღებენ. კოლეჯი ასევე აცხადებს, რომ პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტების დასაქმებას უზრუნველყოფს.
ავტორიზაცია და კოლეჯის განვითარების პერსპექტივა
ავტორიზაციის მიღება MEDSKILL -ისთვის მნიშვნელოვანი ეტაპია, რადგან ის კოლეჯს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შესაძლებლობას აძლევს და მისი შემდგომი განვითარების საფუძველს ქმნის.
“MEDSKILL -მა ავტორიზაცია ამ ზაფხულს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისგან მიიღო. ეს ავტორიზაცია გვაძლევს შესაძლებლობას, განვახორციელოთ საექთნო განათლების პროგრამა. ამასთან, ვმუშაობთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან საერთაშორისო აკრედიტაციების მიღების მიზნით, რაც ჩვენი სამომავლო განვითარების მნიშვნელოვანი მიმართულებაა“.
— გიორგი მახარაშვილი, MEDSKILL - ის კოლეჯის დირექტორი
კოლეჯის საერთაშორისო თანამშრომლობის ერთ-ერთი მიმართულებაა Washington Training Center-თან პარტნიორობა, რომლის მიზანია ჯანდაცვის სფეროში პროფესიული განვითარების მსურველთათვის საერთაშორისო საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაფართოება.
საექთნო პროფესია და დასაქმების შესაძლებლობები
ჯანდაცვის სფეროში ექთნის როლი სცდება მხოლოდ სამედიცინო პროცედურების შესრულებას. ეს პროფესია მოითხოვს ცოდნას, პასუხისმგებლობას, პაციენტთან ეფექტიან კომუნიკაციასა და ეთიკური სტანდარტების დაცვას. შესაბამისად, პროფესიული განათლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა ისეთი კადრების მომზადება, რომლებიც თეორიულ ცოდნას პრაქტიკაში გამოიყენებენ და პაციენტზე ზრუნვის პროცესში პასუხისმგებლობით იმოქმედებენ.
MEDSKILL -ის მიდგომა აერთიანებს პროფესიულ მომზადებას, კლინიკურ პრაქტიკასა და დასაქმების შესაძლებლობას. კოლეჯის მიზანია, სტუდენტებს შეუქმნას საფუძველი პროფესიული განვითარებისთვის და დაეხმაროს მათ ჯანდაცვის სფეროში კარიერის დაწყებაში.
„ცოდნა, რომელიც ემსახურება სიცოცხლეს“ - ეს არის MEDSKILL -ის ხედვა, რომელიც პროფესიული ცოდნის, პრაქტიკული გამოცდილებისა და პაციენტზე პასუხისმგებლიანი ზრუნვის მნიშვნელობას აერთიანებს.
მსგავსი პოსტები
ამ მომენტში მსგავსი პოსტები არ არის.
