ბიბლიოთეკა
მარეგულირებელი დოკუმენტები
ბიბლიოთეკა
ელექტრონული ბიბლიოთეკითა და რესურსცენტრით სარგებლობა.
რესურცენტრით სარგებლობა შეუძლია კოლეჯის პროფესიულ სტუდენტს, პერსონალსა და კოლეჯის სტუმარს. რესურსცენტრი უზრუნველყოფილია კომპიუტერით, პრინტერითა და სკანერით.
რესურსცენტრით სარგებლობის წესები
- ხელმსიაწვდომია ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 09:00-21:00 საათამდე
- რესურსცენტრის მიერ უზრუნველყოფილია პროფესიული სტუდენტებისა და პერსონალისთვის ელექტრონული ბიბლიოთეკის ძიების სისტემების გამოყენებასა და სხვა საჭირო სერვისების მიწოდებაში დახმარება;
- რესურსცენტრში უზურნველყოფილია კომპიუტერის, პრინტერისა და სკანერის გამოყენება;
- რესურსცენტრის მომხმარებლებს უფლება აქვთ გამოიყენონ მხოლოდ რესურსცენტრში დაინსტალირებული და ლიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფა, მათ შორის შეუძლიათ იმუშაონ სასწავლო პროგრამებში;
რესურცენტრში აკრძალულია უკანონო, შეურაცხმყოფელი ან შეუსაბამო შინაარსის მქონე ვებ-გვერდებზე წვდომა; - რესურცენტრში აკრძალულია საკვების მიღება (სასმელი დაშვებულია მხოლოდ დახურულ, არადაღვრად ჭურჭელში კომპიუტერული ტექნიკისგან მოშორებით;
- რესურცენტრში აკრძალულია ხმამაღალი საუბარი, მუსიკის მოსმენა (ყურსასმენის გარეშე), მობილური ტელეფონების ხმაურიან რეჟიმში გამოყენება და სხვა ხმაურიანი აქტივობები;
- რესურცენტრში აკრძალულია რაიმე სახის პროგრამების ინსტალაცია ან წაშლა;
- ყველა მომხმარებელმა პატივი უნდა სცეს რესურსცენტრის პერსონალს და სხვა მომხმარებლებს;
- რესურსცენტრის მომხმარებლები პასუხისმგებელნი არიან საკუთარ ნივთებზე, შესაბამისად, რესურსცენტრი არ არის პასუხისმგებელი დაკარგულ ან დაზიანებულ პირად ნივთებზე;
- რესურსცენტრის მომხმარებლები პასუხისმგებელნი არიან საკუთარ ნივთებზე, შესაბამისად, რესურსცენტრი არ არის პასუხისმგებელი დაკარგულ ან დაზიანებულ პირად ნივთებზე;
ელექტრონული ბიბლიოთეკის გამოყენება
- ელექტრონულ ბიბლიოთეკაზე წვდომა შესაძლებელია რესურსცენტრის კომპიუტერებიდან და საჭიროების შემთხვევაში, კოლეჯის ქსელთან დაკავშირებული პირადი მოწყობილობებიდან (Wi-Fi-ის საშუალებით) კოლეჯის ელექტრონული ფოსტის გამოყენებით;
- ელექტრონული წიგნების, სტატიებისა და სხვა მასალების ჩამოტვირთვა/ბეჭდვა დასაშვებია მხოლოდ საგანმანათლებლო /სასწავლო მიზნებისთვის;
- ინტერნეტი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნებისთვის.
